საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევა.
ამავე პერიოდში, გამოჯანმრთელდა 3 076 ადამიანი, ჩატარდა 43 029 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.26% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.64%.
ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:
თბილისი – 969
აჭარა – 145
იმერეთი – 256
ქვემო ქართლი – 88
შიდა ქართლი – 117
გურია – 55
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117
კახეთი – 119
მცხეთა – მთიანეთი – 57
სამცხე – ჯავახეთი – 40
რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23
სულ საქართველოში კორონავირუსის 920 617 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 876 254 გამოჯანმრთელდა, 13 367 კი გარდაიცვალა.