ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან თბილისში 11 800 დაფიქსირდა.
როგორც Stopcov.ge -ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 2 204 შემთხვევა დაფიქსირდა, იმერეთში კი 3 134.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა - 2 204, იმერეთი - 3 134, ქვემო ქართლი - 1 199, შიდა ქართლი - 1 461, გურია - 473, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 628, კახეთი - 1 059, მცხეთა-მთიანეთი - 683, სამცხე-ჯავახეთი - 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.