ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან, ერთად იოანე ბოლნელის ქუჩაზე დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის საფარი 340 გრძივ მეტრზე დაიგო, ასევე, მოეწყო სანიაღვრე არხი და გარე განათების ქსელი.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 400 000 ლარი შეადგინა.