global distribution
გარე ავეჯი
ბათუმში, მაშველებმა კორპუსის ჩამონგრევის ადგილიდან არასრულწლოვანი გამოიყვანეს.
 
ის სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. ბავშვის ამოყვანას ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა ტაშით შეხვდა.
 
არსებული ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევისას არასრულწლოვანი კორპუსთან მდგარ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ხოლო მშობლები ავტომანქანასთან.
 
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
1018