ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს - გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე მამაკაცმა ცივი იარაღით მოკლა უზბეკეთის მოქალაქე ქალი, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მამაკაცი, სავარაუდოდ მე-19 სართულიდან გადახტა. ქალის გვამი სწორედ იმ ბინაში იპოვეს საიდანაც მამაკაცი გადახტა.
შემთხვევა კობალაძის 8-ში დღეს დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 115 მუხლით დაიწყო.