ბათუმი - მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაში გამარჯვებულია! ინფორმაციას ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიალი, 1 ოქტომბერს ესპანეთის სამეფოში, კუნძულ მალიორკაზე გაიმართა, სადაც ბათუმმა „ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება 2022“ წლის ნომინაციაში გაიმარჯვა, ასევე ბათუმი ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის "World Travel Awards"- ის დაჯილდოების გალა ცერემონიის მასპინძელი ქალაქი.