მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში.
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, ნავსადგურში დილის 06:00 საათისთვის შემოვიდა. მას აქციის მონაწილეები პროტესტით დახვდნენ.
ადგილზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებთან. სავარაუდოდ დაკავებულია ათამდე ადამიანი.
ნავსადგურის მიმდებარედ, გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი გადაკეტილი აქვთ სამართალდამცველებს, მეორე ნაწილი კი აქციის მონაწილეებს. გემის მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილეზებულნი.
აქციაზე ისმის შეხახილები, სტვენა, გაშალეს სხვადასხვა ბანერი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განაცხადეს, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება.