დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცნტრის დირექტორი თეა გოდოლაძე, სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის და მერის მოადგილე ირაკლი ბებდელიანის მისამართით სტატუსს წერს.
“გამოდით ახლა და აღიარეთ ვინ უწერთ ტექსტს ქალაქის მერს, ბატონ კახის და მის მოადგილეს ბენდელიანს. ცოდოები არ არიან? რატომ "ეკაიფებით" ასე? ერთი ამბობს მეწყერი გავაჩერეო და მეორე პირვანდელი სახეს ვუბრუნებ ლისის ფერდსო. ბატონო კახი, მეწყერს ვერაფერი აჩერებს. ბატონო ირაკლი (ლაშას დავესესხები), ის ფერდი 28 მილიონი წლის წინ თეტისის ოკეანის ფსკერზე ფორმირდებოდა. ეგაა მაგის პირვანდელი მდგომარეობა”,- აცხადებს გოდოლაძე.