jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის თქმით, კლინიკაში ვაქცინაციისთვის 16 ოთახია გამოყოფილი, თუმცა მოქალაქეთა მაღალი აქტივობის გამო, რეგისტრაციის ყველა ფანჯარა უკვე დახურულია. 
 
"ჩვენს კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი სამივე ვაქცინით მიმდინარეობს, რაც საქართველოშია. ვაქცინაციისთვის გამოყოფილია 16 ოთახი. დღეს "სინოფარმის" ვაქცინით პირველი ამირან გამყრელიძე აიცრა. აცრისათვის ყველა ფანჯარა უკვე შევსებულია. ასე რომ, რომც მოინდომოთ დარეგისტრირება, ვერ დარეგისტრირდებით," - განაცხადა ლევან გოფოძემ.
 
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო. აცრა 18 წელს გადაცილებულ ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა. 
1129