global distribution
გარე ავეჯი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, AstraZeneca-ს ​ვაქცინაზე დეფიციტი  მალე აღმოიფხვრება.
 
ამირან გამყრელიძის თქმით, მათთვის, ვინც მეორე დოზით უნდა აცრილიყო, დათქმული სამედიცინო ვადები AstraZeneca-ს არ დაირღვევა. პირველ დოზაზე ჩაწერილებს კი ჩინურ ვაქცინას, ან – მოცდას სთავაზობენ.
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დეფიციტის ორ სავარაუდო მიზეზზე საუბრობს.
 
ერთი შეფერხებული მოწოდება, მეორე კი  მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემებია. ვაქცინაციასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ოპოზიცია ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში იბარებს.
1226