ამერიკის შეერთებული შტატები სტიქიას ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვის. ქვეყანაში ვერ ახერხებენ ძლიერი ხანძრის კერების ლოკალიზებას.
ქვეყნის მასშტაბით 11 შტატში დამწვარია 400 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია.
რთული ვითარებაა ორეგონში, კალიფორნიაში, აიდა-ჰოსა და მონტანაში. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს.