აშშ-მა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა. Reuters-ის ინფორმაციით, ხომალდებს შორის ერთ-ერთი ავიამზიდია.
როგორც ცნობილია, ხომალდმა USS Ronald Reagan-მა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტრანზიტი გაიარა და ამჟამად ფილიპინების ზღვაში იმყოფებოდა, ტაივანის აღმოსავლეთით.
”მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ხომალდების ნორმალური, რუტინული განლაგება”, - განაცხადა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.