საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები მოემსახურებათ.
სამედიცინო უნივერსიტეტის (ვაჟა-ფშაველას №33) მარშრუტზე მგზავრებს ავტობუსი 09:00-20:00 საათამდე მოემსახურება და გადაადგილდება მ/ს „ტექნიკური უნივერსიტეტი“ (სპორტის სასახლის მიმდებარედ) - მერაბ კოსტავას ქ. (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე, კოსტავას №77-დან მ/ს "სახელმწიფო უნივერსიტეტამდე". უკუმიმართულებით: მ/ს "სახელმწიფო უნივერსიტეტი"- მ/ს "ტექნიკურ უნივერსიტეტამდე" (სპორტის სასახლის მიმდებარედ).
შპს Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგი") მარშრუტს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება: მ/ს "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიიდან - შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგის" მიმართულებით). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგიდან") - მ/ს "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიამდე.
შპს "კავკასიის მედიცინის ცენტრი-საბურთალოს პოლიკლინიკა" (დ. თავხელიძის №1) მიმართულებით მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 09:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს "სამგორიდან" (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ) - მოსკოვის გამზირი - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს "ევექსი ჰოსპიტალები" - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) - ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარედ).
უკუმიმართულებით: ემირ ბურჯანაძის ქ. (ქინძმარაულის პირველი შესახვევის გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან) - ქინძმარაულის პირველი შესახვევი (სს "ევექსი ჰოსპიტალები" - ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1)) - მოსკოვის გამზირი - მ/ს "სამგორამდე" (ქვედა გასასვლელის მოპირდაპირედ).
სს "ევექსი ჰოსპიტალების"- ივ. ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის მიმართულებით (ქინძმარაულის პირველი შესახვევი, №1) მგზავრებს მოემსახურება ავტობუსი 10:00-18:00 საათამდე და გადაადგილდება მ/ს "დიდუბიდან" (ქვედა გასასვლელი) - ლუბლიანას ქ. (სს „ევექს ჰოსპიტალები“ - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გავლით ( ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) - ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. უკუმიმართულებით: ლუბლიანას ქ. №19-ის მიმდებარედ - ლუბლიანას ქ.-დან (სს "ევექს ჰოსპიტალები" - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (თბილისი, ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6); შპს „გაგუას კლინიკა“ (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) – მ/ს „დიდუბემდე“ (ქვედა გასასვლელი).
შპს აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის მიმართულებით (თბილისი ალ. ყაზბეგის №16) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე და გადაადგილდება თავისუფლების მოედნიდან - მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირი - შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგამდე"). უკუმიმართულებით: შპს Exspress Medicai Service (თბილისის ზღვის პლაზა, "ჰუალინგიდან") - თავისუფლების მოედნამდე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამცრელი სივრცე (კოსტავას N77) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 10:00-20:00 საათამდე.
შპს "გაგუას კლინიკა" (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის №6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.
სს "ევექს ჰოსპიტალები"- მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო (ლუბლიანას ქ. №13/მ. ჭიაურელის ქ. 6 (ყოფ.: ლუბლიანას ქ. 2/6) ავტობუსი მგზავრებს მოემსახურება 09:00-20:30 საათამდე.