global distribution
გარე ავეჯი

არქიტექტორს არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად სერტიფიცირება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე არ მოეთხოვება. შესაბამისი ცვლილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

"არქიტექტორს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად 2026 წლის 1 სექტემბრამდე შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა არ მოეთხოვება.“, - აღნიშნულია საკანონმდებლო ცვლილებაში.

შეგახსენებთ, რომ არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების ვალდებულების ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა. კერძოდ, თავდაპირველად ის უნდა ამოქმედებულიყო 2022 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, აღნიშნული ვადა მოგვიანებით 2024 წლის 1-ელ მარტამდე, შემდეგ 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადაიდო. ახალი ცვლილებით კი ირკვევა, რომ არქიტექტორს არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად სერტიფიცირება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე არ მოეთხოვება.

55