მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის წახალისებისათვის გასატარებელ ღონისძიებებს შეეხებოდა.
ამირან გამყრელიძემ ახალი გეგმის დეტალებზე არ ისაუბრა და თქვა: „არის ვაქცინაციის ახალი გეგმა, რომელსაც მთავრობა მალე დაამტკიცებს. მასში მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია. მონეტარული წახალისება გრძელდება და ისევ და ისევ ფართო რაც შეიძლება მედია და საკომუნიკაციო კამპანია“