არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“,-აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.